ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზეა – 2022-ში ქვეყანაში 4.37 მლრდ დოლარი შემოვიდა, ხოლო რაც შეეხება გადარიცხვებს, წელს ქვეყნიდან 41.2 მილიონი აშშ დოლარი გავიდა, ძირითადი დანიშნულების ადგილები კი თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, აზერბაიჯანი და საბერძნეთი არიან.
უშუალოდ დეკემბერში საქართველოში 535.3 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც თვიურ ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია – ამდენი თანხა ერთი თვის განმავლობაში საქართველოში არასდროს გადმოურიცხავთ. გასული წლის დეკემბრის მაჩვენებელი 2.7%-ით აღემატება ნოემბრის მაჩვენებელს, 521.2 მლნ-ს, ხოლო 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 229.5 მლნ-ს -133.2%-ით. დეკემბერშიც რეკორდული იყო გზავნილები რუსეთიდან, საიდანაც ყველაზე დიდი ოდენობით თანხა შემოვიდა ქვეყანაში – 317.3 მლნ. ეს რიცხვი გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელს მხოლოდ 0.4%-ით, 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 39.7 მლნ-ს კი 699.2%-ით აღემატება.