ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაუყოვნებლივ დაფინანსების კანონპროექტს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა, რომელიც მათ მოძალადეებზე ეკონომიკური დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. ინფორმაციას The Local-ი ავრცელებს.
კანონპროექტი მიზნად ისახავს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლმა პირებმა უსაფრთხო ადგილას, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ფინანსური შეზღუდვების მოხსნით, რასაც ბევრი მათგანი აწყდება. მანამდე დოკუმენტს საფრანგეთის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი, თუმცა ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის დროს მასში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატა ფინანსური დახმარების გაწევას სენატორების მიერ დამტკიცებული ვარიანტით, ანუ უპროცენტო სესხით კი არა, გრანტის სახით ემხრობა.
შესათანხმებელია ისეთ საკითხი, თუ რის საფუძვლეზე უნდა მოხდეს დაფინანსება, კერძოდ, პოლიციაში განაცხადის შეტანით, პროკურატურისადმი მიმართვიანობით თუ სხვა. ასევე, როგორ, ან უნდა დაუბრუნდეს თუ არა გამოყოფილი თანხა სახელმწიფოს: არსებობს წინადადება, რომ სესხის თავდები პირი ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებული გახდეს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წელს საფრანგეთში ოჯახური ძალადობის მსხვერპლად, სულ მცირე, 207 743 პირი ჩაითვალა. მათ შორის უმეტესობა ქალია. იმავე წელს ქმრებმა ან ყოფილმა ქმრებმა 122 ქალი მოკლეს.
The Local-ის შეფასებით, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის დიდი რაოდენობის მიუხედავად, სახელისუფლებო რგოლები ამ საკითხს ხშირად არაჯეროვნად აგვარებენ. დაზარალებულები აცხადებენ, რომ პოლიცია სერიოზულად არ აღიქვამს მათ პრობლემებს და ოპერატიულად არ მოქმედებს.