პირველ ეტაპზე 10 მილიონი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩება, თუმცა სადგურის პოტენციალი დღეში 50 მილიონ კუბურ მეტრს აღწევს.
თურქულმა სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა გაზსაზომი სადგურის მშენებლობა დაასრულა, რომელიც შავი ზღვის გაზს ფილიოსის საწარმოდან მიიღებს. ასევე, დასრულდა 36-კილომეტრიანი სახმელეთო გაზსადენის გაყვანა, რომელიც ამ სადგურს გაზის გამანაწილებელ ეროვნულ სისტემასთან აკავშირებს – Anadolu
საბადოდან გაზის მიწოდება თურქი მომხმარებლებისთვის მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ანუ მარტის ბოლომდე დაიწყება. საქარიაზე სამუშაოებს თურქეთის ნავთობის კორპორაცია (TPAO) სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-თან თანამშრომლობით ახორციელებს.
საბადო სანაპიროდან, დაახლოებით, 170 კმ-ში მდებარეობს, საიდანაც გაზის მიწოდება ფილიოსის ქარხნისთვის სპეციალური მილსადენით მოხდება. ფილიოსის ქარხნიდან შავი ზღვის გაზს გაზსაზომი სადგური მიიღებს, რომლის მშენებლობაც კომპანია BOTAŞ-მა დაასრულა. გაზსაზომი სადგური, დაახლოებით, ერთ წელიწადში აშენდა და პირველი ტესტირებისთვის მზად არის.