ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ქალთა ტანსაცმლის მაღაზიებში მანეკენების სახეები პლასტიკური პაკეტითა და ალუმინის ფოლგით დაფარეს. ინფორმაციას ინდური NDTV სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით ავრელებს.
მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლები თავდაპირველად მანეკენების თავების მთლიანად მოხსნას მოითხოვდნენ, თუმცა „ემპათიის კეთილშობილური გამოვლენით მხოლოდ სახეების დაფარვა გადაწყვიტეს.“
ტანსაცმლის ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა, სახელად ბაშირმა სააგენტო Associated Press-ს განუცხადა, რომ სადღესასწაულო კოსტიუმების მანეკენების თავებს მახინჯი პარკებით ვერ დაფარავდა, ამიტომ მათ ისეთი ნიღბები ჩამოაცვა, რომლებიც კაბების ფერსა და დეკორაციას შეესაბამებოდა. მეორე მაღაზიის მფლობელმა, ჰაკიმმა მანიკენებისთვის ალუმინის ფოლგა არჩია, რადგან თვლის, რომ ეს მათ კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.