მარანი, სასტუმრო და მეპატრონის სახლი – ულამაზეს ბუნებასთან შერწყმული ეს სამი კომპონენტი დაუვიწყარ „Chateau Artwine“-ს ქმნის.
„შატო ართვაინის“ ისტორია 2019 წლიდან, სოფელ ართანაში იწყება,როდესაც მარანი გაიხსნა, 2021 წლიდან კი ართვაინის კომპლექსში სასტუმროც ამოქმედდა.
სასტუმრო 100 პერსონაზეა გათვლილი და სტუმრებს:ღია და დახურულ აუზს,ფინურ საუნას,ბილიარდს, მაგიდის ჩოგბურთს, ღია ტერასას და ლაუნჯ ბარს სთავაზობს. „Chateau Artwine“-ის რესტორანი 120 პერსონაზე,ხოლო საკონფერენციო დარბაზი 70 პერსონაზეა გათვლილი. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე არის მარანი, სადაც ღვინოს და ჭაჭას წარმოება ხდება. მარანი სტუმრებს სხვადასხვა მასტერკლასებსა და 40 პერსონაზე გათვლილ რესტორანს ულამაზესი ხედით სთავაზობს. 2019 წელს გახსნილი მარანი ამ ეტაპზე 4 სახეობის ღვინოს აწარმოებს : რქაწითელი, საფერავი, ქისი და მწვანე, ასევე ჭაჭა, რომლებიც მაღალი ხარისხით და უნიკალური გემოთი გამოირჩევა.
სტუმარზე ორიენტირებული მომსახურება, ულამაზესი ბუნება, კომფორტული ნომერი და ინფრასტრუქტურა- სწორედ ეს არის „Chateau Artwine“-ის ის მთავარი ნიშა, რომლითაც გამოირჩევა
სამომავლოდ კი „Chateau Artwine“-ის ტერიტორიის გაფართოება და ინდივიდუალური ვილების აშენება იგეგმება