საფრანგეთი გარემოს დაცვის მიზნით მსოფლიოში ორ უდიდეს იალქნიან გემს ააშენებს- „ევროპულსი“.
ფრანგების გამოთვლით, ქარიან ამინდში აწეულ აფრებს თითო გემზე, ნახშირბადის საწვავზე მომუშავე ლაინერთან შედარებით,საწვავის 40%-ის დაზოგვა შეუძლია.თითოეული გემი, საშუალოდ, 70 კვადრატული მეტრ ფართობის 54 კაიუტაზე და 120 მგზავრზე არის გათვლილი. ამასთან, გემებზე ორი საცურაო აუზი და რესტორანი განთავსდება.
გემების აფრები 1,5 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს მოიცავს. ქარიან ამინდში ისინი გემების მოძრაობას სრულად უზრუნველყოფენ, რითიც საწვავის მოხმარებას 30-40%-ით შეამცირებენ და ამავე პროპორციის ნახშირორჟანგის გამოყოფას აღკვეთენ.
ევროპის გარემოს სააგენტოს მონაცემებით, ევროკავშირში სატრანსპორტო სითბური გაზების ემისიებში გემების წილი 13,5%-ს შეადგენს, მაშინ, როცა ავიაციის წილი 14%-ია. ამდენად, ევროპის ქვეყნები წყლის ტრანსპორტის „გასუფთავებაზე“ აქტიურად მუშაობენ. კერძოდ, მსოფლიოში ორი უდიდესი ელექტრობორანი 2030 წლისთვის შვედეთში აშენდება.