დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა, განაცხადი 8 865 მოქალაქეს აქვს დაწერილი

0
გაზიარება

გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 7 963-მა მოქალაქემ მოითხოვა (პირველადი განაცხადი), რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 116%-ით მეტია, 2021 წლის 12 თვეში ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე განაცხადი საქართველოს 3 685-მა მოქალაქემ დაწერა.

მთლიანად კი ამ დროისთვის ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე განაცხადი საქართველოს 8 865 მოქალაქეს აქვს დაწერილი

მთლიანად 2022 წელს იანვარ-დეკემბერში გერმანიაში თავშესაფრის მიღებაზე განაცხადი სხვადასხვა ქვეყნის 217 774-მა მოქალაქემ დაწერა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მაჩვენებელში ქართველების წილი მცირეა, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში თავშესაფრის მიღების მოთხოვნის მსურველთა ხუთეულში მაინც შედიან.

12 თვეში გერმანიაში თავშესაფარზე ყველაზე მეტი განაცხადი სირიის მოქალაქეებმა დაწერეს – 70 976 (32,6%); მეორე ადგილზეა ავღანეთი – 36 358 (16,7%) განაცხადით, სამეულში შედის თურქეთი, საიდანაც გერმანიაში თავშესაფარი 23 938-მა მოქალაქემ ითხოვა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 11%-ია. ხუთეულში შედიან ერაყი – 15 175 (7%) განაცხადით და საქართველო – 7 963 (3,7%) განაცხადი.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!