ორგანიზაციამ Brand Finance რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს წამყვანი კომპანიების რეიტინგს Global 500 მათი ბრენდის ღირებულების მიხედვით, მორიგი რეიტინგი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც გასული წლების ლიდერმა Toyota-მ დაკარგა პირველი ადგილი და მას ამერიკულმა Tesla-მ აჯობა
ორგანიზაციის შეფასებით, Toyota-მ ღირებულების 18% დაკარგა და მთლიან რეიტინგში შარშანდელი მე-12 ადგილიდან მე-19 პოზიციაზე დაქვეითდა 52,5 მილიარდი დოლარით.
Brand Finance-ის შეფასებით, Tesla-ს ღირებულება შეფასებულია 66,2 მლრდ დოლარად, რაც 44%-ით მეტია მის შარშანდელ ღირებულებაზე. საერთო რეიტინგში კი ის 28 პოზიციით დაწინაურდა და მე-9 ადგილი დაიკავა.
Mercedes-Benz შეფასებულია 58,8 მლრდ დოლარად, რაც 3%-ით ნაკლებია შარშანდელ ღირებულებაზე. ტოპ-500-ში კი გერმანული კომპანია მხოლოდ 1 საფეხურითაა უკან დახეული და მე-16 ადგილზეა.
თუ საერთო რეიტინგის ტოპ-20-ს შევხედავთ, იქ საავტომობილო ბრენდები მხოლოდ სამია, თუმცა ტოპ-50-ში მოხვდნენ BMW (33-ე ადგილი), Porsche (40-ე ადგილი), Mitsubishi (43-ე ადგილი) და Volkswagen (47-ე ადგილი).
გასულ წელს ლიდერი სამეული ასე გამოიყურებოდა: Toyota (64,3- მლრდ), Mercedes-Benz (60,8 მლრდ), Tesla (46 მლრდ).