2022 წლის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილები საქართველოდან საექსპორტო ჯგუფებში მეორე ადგილზე, ხოლო იმპორტირებულ სასაქონლე ჯგუფებს შორის პირველ ადგილზეა.
2022 წელს, საქართველოდან 903.8 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები გაიყიდა, ხოლო ქვეყანაში 1.6 მლრდ აშშ დოლარის ავტომობილები შემოვიდა. რაც შეეხება 2021 წელს, ქვეყანაში 935.4 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, ზრდა 73.1%-ია. 98%-ით გაიზარდა ექსპორტი 2021 წელთან შედარებით, როცა საქართველომ 456,5 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები გაყიდა.
საქართველოდან 2022 წელს ავტომობილები გავიდა:
- აზერბაიჯანი – 308.4 მლნ აშშ დოლარი
- სომხეთი – 144.7 მლნ აშშ დოლარი
- უკრაინა – 119.8 მლნ აშშ დოლარი
- ყაზახეთი – 104.4 მლნ აშშ დოლარი
- რუსეთი – 75.6 მლნ აშშ დოლარი
იმპორტიორი განხორციელდა:
- ამერიკის შეერთებული შტატები – 833.2 მლნ აშშ დოლარი
- იაპონია – 282.7 მლნ აშშ დოლარი
- გერმანია- 179.8 მლნ აშშ დოლარი
- თურქეთი – 105.3 მლნ აშშ დოლარი
- კორეის რესპუბლიკა – 20.8 მლნ აშშ დოლარი