სტამბოლში ევროპაში უსწრაფესი მეტროს ხაზი გაიხსნა, რომლემაც თურქული მეგაპოლისი მის ევროპულ ნაწილში მდებარე აეროპორტთან დააკავშირა.მატარებელი ამ ახალი ხაზით 90-120 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება,შედეგად კი კაგიტხანის სადგურიდან აეროპორტამდე დისტანციას, რომელიც 34 კმ-ია, მატარებელი 24 წუთში დაფარავს.მთლიანობაში ხაზის სიგრძე შეადგენს 69 კმ-ს.
„ჩვენ ვქმნით მეტროს უზარმაზარ სისტემას, რომელიც წლის ბოლომდე მოიცავს ქალაქის მთელ დასავლურ ნაწილს.პერსპექტივში ეს ხაზი ინტეგრირებული იქნება ჩქაროსნულ მატარებლის ხაზთან.სტამბულის აეროპორტი იქნება გაჩერება იმ სარკინიგზო ქსელის, რომელიც მოდის ანკარადან. პროექტი ტენდერის ჩატარების დონეზეა და წლის განმავლობაში დაიწყება ლიანდაგის დაგების პროცესი“ – განაცხადა თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ
„ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ დავანახეთ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია მეტროს მშენებლობა. სტამბოლი ახლა მსოფლიოს ლიდერია, სადაც სხვებზე მეტად ვითარდება სარკინიგზო ტრანსპორტი.მეტროს ხაზი გათვლილია 800 ათასი მგზავრის გადაყვანაზე. ამ მიმართულების პროექტების რეალიზების შედეგად ჩვენ გვექნება 380 კმ სიგრძის სისტემა“, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდორანმა
სტამბულის ახალი აეროპორტი 2019 წელს გაიხსნა, მას შემდეგ რაც დაიხურა ათათურქის აეროპორტი, რომელიც ევროპის ყველაზე გადატვირთული აეროპორტების სამეულში შედიოდა. ახალი აეროპორტის მშენებლობის სრულად დასრულების შემდეგ, 2025 წლისთვის მას შეეძლება წლიურად 150 მილიონ მგზავრს მოემსახუროს.