სამედიცინო ცენტრი საროველი ფუნქციონირებს 2010 წლიდან, ის გახლავთ განვითარებაზე ორიენტირებული სამედიცინო დაწესებულება. სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს პროფესიონალურ აკადემიურ მომსახურებას. კლინიკა მუდმივად სარგებლობს პაციენტებისა და პარტნიორების მაღალი ნდობით, თანამშრომლობს არაერთ წამყვან კლინიკებთან და პროფესიონალებთან.
კლინიკა ემსახურება არამხოლოდ იმერეთის რეგიონის პაციენტებს, არამედ სამეგრელოს, აჭარის, თბილისისა და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს. კლინიკაში ყოველთვიურად მოგვმართავს 300-მდე ონკოლოგიური პაციენტი და 600-მდე ამბულატორიული პაციენტი.
სამედიცინო ცენტრი საროველი ჩართულია არაერთ სახელმწიფო პროგრამაში, მათ შორის: „ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია“, „გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურეობა“ და სხვა.
კლინიკა მუდმივად ორიენტირებულია თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ამ მიზნით თანამშრომლობს თურქეთისა და ისრაელის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან. ჩართულია სხვადასხვა საინტერესო სამედიცინო კონფერენციებსა თუ ვებინარებში არა მხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში რათა გაეცნოს სიახლეებს სამედიცინო სფეროში რომ დაინერგოს შესაბამისად კლინიკაში.
კლინიკის დაწესებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისათვის ცნობიერების ამაღლება, რა მიზნითაც უკვე 2 წელია მართავს „პაციენტთა სკოლას“, სადაც პაციენტებს მიეწოდებათ არაერთ მნიშვნელოვან სამედიცინო თემაზე საჭირო ინფორმაცია.
აღსანიშნავია ის ფაქტი რომ სამედიცინო ცენტრი საროველი ჩართულია საქველმოქმედო აქციებში. ეხმარება არაერთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. პერმანენტულად ჩვენს კლინიკაში იმართება სხვადასხვა სახის აქციები რათა სამიზნე აუდიტორიამ დროულად მოახდინოს დაავადების დიაგნოსტირება, რაც უმნიშვნელოვანესია.
კლინიკა აღჭურვილია ქიმიო და იმუნოთერაპიისთვის აუცილებელი ულტრათანამედროვე აპარატურით რაც აუცილებელია: რეგიონალური, აბდომინალური, რეზიკალური, რექტალური და ვენაპორტით მკურნალობისათვის.
ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალობენ ჰიპერთერმული მეთოდით, რაც ევროპაში უკვე რამდენიმე ათეული წლებია აღიარებულია და რომელსაც არანაირი უკუჩვენებები არ ახლავს. ამ პროცედურის ჩატარების მიზნით პაციენტების მომართიანობა საკმაოდ მაღალია.
კლინიკაში არსებობს შემდეგი სერვისები:
- დიაგნოსტიკა
- ლაბორატორიული (კლინიკური, ბიო–ქიმიური, იმუნოფერმენტული, სეროლოგია, ციტოლოგია);
- ინსტრუმენტალური (ექოსკოპია, რენდგენოგრაფია);
- ონკოლოგია
- ქიმიოთერაპია ;
- ჰიპერთერმული ქიმიოთერაპია;
- ჰორმონოთერაპია;
- თარგენტული თერაპია;
- იმუნოთერაპია;
- ჰემატოლოგია/ტრანსფუზილოგია;
- ექსტრაკორპორალური თერაპია(პლაზმაფერეზი, ციტაფერეზი, აფერეზი, ოზონოთერაპია).
- კონსულტაციები:
- ონკოლოგი;
- ჰემატოლოგი;
- ტრანსფუზიოლოგი;
- გინეკოლოგი;
- კარდიოლოგი;
- ენდოკრინოლოგი;
- თერაპევტი;
- ოჯახის ექიმი;
- პედიატრი;
- ოფთალმოლოგი;
- ინფექციონისტი;
- ანგიოლოგი;
- რევმატოლოგი;
- უროლოგი;
- მამოლოგი;
- ნევროლოგი.
სამედიცინო ცენტრ საროველს არაერთი წარმატებული შემთხვევა აქვს, ჩვენ არაერთხელ გავიმარჯვეთ სიკვდილზე, დავამარცხეთ სიმსივნე და გვყავს უამრავი მადლიერი პაციენტი.