მსოფლიო მოსახლეობის 1%-მა 2020 წლიდან, თითქმის, ორჯერ მეტი ფული, 26 ტრლნ დოლარი დააგროვა, ვიდრე დანარჩენმა კაცობრიობამ, რომლის 99%-მა მთლიანობაში 16 ტრლნ დოლარი გამოიმუშავა. ინფორმაცია ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის კვლევის შედეგებში არის ნათქვამი, რასაც „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
მილიარდერებმა სუპერმოგება ენერგეტიკის სექტორისა და კვების მრეწველობის სწრაფი ზრდის შედეგად მიიღეს. ამ სფეროებში 95-მა კომპანიამ მოგება გააორმაგა, ანუ 306 მლრდ დოლარი მიიღო და აქციონერებს 257 მლრდ დოლარი გადაუხადა. გამდიდრებულ პირთა სიაში Walmart-ის საცალო ქსელის მფლობელი, უოლტონების დინასტია და ინდოელი მილიარდერი, გაუდამა ადანი შედიან.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ყოველდღიურად 2,7 მლრდ დოლარით მდიდრდებიან. კვლევის ავტორები სუპერსიმდიდრეზე გადასახადის დაწესებას მოითხოვენ. ისინი წერენ, რომ მულტიმილიონერებსა და მილიარდერებზე 5%-მდე გადასახადის დაწესებამ კაცობრიობას წელიწადში შესაძლოა, 1,7 ტრლნ დოლარი მოუტანოს, რაც 2 მილიარდი ადამიანის სიღარიბის დასაძლევად იქნებოდა საკმარისი – აღნიშნულია Oxfam-ის მონაცემებში