სააგენტო „აწარმოე საქართველოში” საქართველოში საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს ე.წ. ლოკაციის კონსულტანტების რამდენიმედღიან გაცნობით ტურს მასპინძლობს.ლოკაციის კონსულტანტები, პიტერ რაიანი და მაიკლ ზდანოვსკი, რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდნენ, როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.
ტურის მიზანი ლოკაციის ლოკატორებისა და მათი კლიენტებისთვის საქართველოს საინვესტიციო ღირებულებისა და გარემოს გაცნობაა. შერჩეული სტუმრები პირველად იმყოფებიან საქართველოში და ადგილზე შეისწავლიან სხვადასხვა სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობებს, რათა შემდგომში ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ ინვესტორებს.
„პიტერ რაიანი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტადაა აღიარებული ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისის (BPO) მიმართულებით. რაც შეეხება მაიკლ ზდანოვსკის, ის მთავრობასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მრჩეველია ენერგეტიკის, მრეწველობისა და საინჟინრო სექტორებში, ამასთან ერთად ის კონსულტაციას უწევს ორგანიზაციებს ბიზნესის აუთსორსინგის მიმართულებით,
მსგავსი საინფორმაციო-გაცნობითი ტური ეფექტურია, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.