პორტუგალიის ქალაქ პორტუს, დაახლოებით, მესამედი საფეხმავლო გახდება. რეორგანიზაციის ფარგლებში ქუჩებში ხეები დაირგვება და საზაფხულო კაფეები გაიხსნება. ინოვაციის ერთ-ერთი მიზანია პორტოში ავტომობილებისგან გამოყოფილი ნახშირორჟანგის ემისიების შემცირება. პორტუგალია ცდილობს, სითბური გაზების ნულოვან ემისიას დაგეგმილზე ხუთი წლით ადრე, ანუ 2045 წლისთვის მიაღწიოს.
ამჟამად პორტუს ცენტრში საფეხმავლო ზონას ტერიტორიის, დაახლოებით, 5% უკავია, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ მისი ფართობი 30%-მდე გაიზრდება. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
მანამდე „ევროპულსი“ წერდა, რომ ევროპის ბევრი ქალაქი ცდილობს, თავისი სივრცე ფეხით მოსიარულეთათვის უფრო მოსახერხებელი გახადოს. კერძოდ, მსგავსი პროექტი უკვე განხორციელდა ვილნიუსსა და მილანში.
2050 წლისთვის ევროპაში სითბური გაზების გამონაბოლქვი საკმარისად უნდა შემცირდეს, რომ ბუნებამ, კერძოდ, ხეებმა ის მთლიანად შთანთქას. ასეთი მიზანი ევროკავშირმა გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაისახა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი საავტომობილო ნახშირორჟანგის გამოყოფას შეაქვს