„საქსტატის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით იანვარში ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
10 პროდუქტი,რომელიც იანვარში ყველაზე მეტად გაძვირდა:
- სიმინდის ფქვილი – 83.2%
- ხახვი – 74%
- კარტოფილი – 54.5%
- ნამცხვარი – 41.7%
- საზამთრო – 38%
- ვაფლი კრემით – 36.1%
- მდოგვი – 35.4%
- შესქელებული რძე – 29%
- მწვანე ლობიო – 27%
- კარამელი – 26.4%