2022 წლის დეკემბრის საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა როგორც წინა თვესთან – ნოემბერთან, ასევე გასული წლის თებერვალთან შედარებით.ორივე შემთხვევაში ზრდა მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდამ განაპირობა.ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს
„2022 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 10.6%-იანი ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 2.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 11.5%-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 28.8%-იანი ზრდით, რამაც 5.87 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.