სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის მუშაობის ანგარიშშია აღნიშნული, რომ გასულ წელს სამედიცინო დაწესებულებებს 17 142 131 ლარის ჯარიმა დაეკისრათ
ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული რევიზიის/კონტროლის (გეგმიური, არაგეგმიური, ცალკეული შემთხვევები) შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებს განესაზღვრათ ფინანსური სანქცია – 17 142 131 ლარის ოდენობით.
„შემოწმებების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, შედგენილ იქნა და სასამართლოებს გაეგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2 048 ოქმი. აქედან:
- „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევაზე – 1611 ოქმი,
2. სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევაზე (მ. შ. განმეორებით დარღვევაზე) – 212;
3. მაღალი რისკის შემცველი საქმიანობა (ტექნიკური რეგლამენტი) – 147,
4. უკანონო საექიმო საქმიანობა – 27,
5. სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა – 2,
6. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის, გამოწერისა და გაფორმების წესების დარღვევა – 49.
ამ ეტაპზე, სასამართლოებიდან მიღებული ინფორმაციით: დაჯარიმდა – 1 105 სამართალდამრღვევი, შენიშვნა მიეცა – 463 სამართალდამრღვევს, საქმე შეწყდა – 46 შემთხვევაში, განუხილველი – 2 შემთხვევა; 432 შემთხვევაში პროცესი მიმდინარეობს.
ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლოების მიერ, ჯარიმის სახით დაკისრებულმა თანხამ, ამ ეტაპზე, შეადგინა 2 390 450 ლარი, – აღნიშნულია ანგარიშში.