შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ჰუმანიტარულ სტატუს მინიჭებულ პირთაგან 39 არის ავღანეთის მოქალაქე; 14 – დაუდგენელი მოქალაქეობის; 13 – იემენის; 11 – ერაყის; 4 – სირიის, 4 – სომალის; 4 – რუსეთის; 1 – ეგვიპტის
აღნიშნულ პერიოდშივე ლტოლვილის სტატუსი უცხო ქვეყნის სულ 41-მა მოქალაქემ მიიღო, საიდანაც 19 ავღანეთის მოქალაქეა, 5 – ირანის, 2 – რუსეთის, 4 – ეგვიპტის, 1 – თურქეთის, პაკისტანის – 1, სირიის – 1, ხოლო 8 პირი დაუდგენელი მოქალაქეობის.
სტატუსის მინიჭებაზე მოცემულ პერიოდში უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 822 მოქალაქეს. აქედან ყველაზე ბევრი 310 პირი ირანის მოქალაქეა; რუსეთის – 40; თურქეთის – 77; ერაყის – 45; ეგვიპტის – 55; იორდანიის – 70; ნიგერიის – 36; ავღანეთის – 14; ბანგლადეშის -13.
გასულ წელსვე თავშესაფრის მაძიებლად უცხო ქვეყნის 1473 მოქალაქე დარეგისტრირდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 516 პირი უკრაინის მოქალაქეა. რეგისტრირებულ თავშესაფრის მაძიებელთაგან 203 არის თურქეთის; ირანის – 194, რუსეთის – 115; იორდანია – 44; ავღანეთის – 31 მოქალაქე; ნიგერია – 27; იემენი – 21; იორდანიის – 21; სამხრეთ აფრიკა – 16; ბანგლადეშის – 14.
2022 წლის მიგრაციის მონაცემები 2021 წლის სტატისტიკასთან შედარებით გაზრდილია. 2021 წელს საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის სულ 75 მოქალაქეს, ლტოლვილის სტატუსი კი 21 პირს 1 – ეგვიპტის; თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებული იყო უცხო ქვეყნის 743 მოქალაქე. 2021 წელსვე სტატუსის მინჭებაზე უარი ეთქვა 426 პირს.