დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოსა და ხორვატიას შორის სავაჭრო ბრუნვა $12 მლნ-მდე გაიზარდა

0
გაზიარება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს.

„აღსანიშნია სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულება. იმედს გამოვთქვამ, რომ ახლო მომავალში გაიზრდება ხორვატიული კომპანიების დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით. საქართველოს ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, განსაკუთრებით კი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების უნიკალური შესაძლებლობები მყარ საფუძველს შეუქმნის ხორვატიული კომპანიების საქმიანობას საქართველოში.

ხაზგასასმელია, რომ მინისტრ რადმანის ვიზიტის ფარგლებში, ხელი ეწერება ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს: 1) შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და 2) საგარეო უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს დიპლომატიური ტრენინგების მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილი.

სავაჭრო ურთიერთობაში ექსპორტს მცირე წილი უკავია და ქვეყნიდან ხორვატიაში გასულ წელს სულ 229 ათასი დოლარი საქონელი გავიტანეთ. საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში კი ისეთი პროდუქტები გვხვდება, როგორიცაა საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასების ნაწარმი, მანეკენები თერძებისათვის, კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები, ბიუსტჰალტერები, ქამრები, სპორტული კოსტიუმები, ავეჯი და მინიმალური მოცულობით სხვა ნაწარმი გავიდა.

იმპორტის შემთხვევაში, ქვეყნიდან ხორვატიაში საქონლის შესაძენად 11.7 მლნ დოლარი გავიდა. სავაჭრო ბრუნვაც სწორედ იმპორტის ზრდის ხარჯზეა გაზრდილი. თავად გასულ წლის იმპორტი კი 2021 წლის მონაცემებზე 56.8%-ით მეტია.

საიმპორტო საქონლის რეიტინგი:

  1. რეზერვუარები, ცისტერნები და ანალოგიური ტევადობები შავი ლითონიებისაგან – 1,1 მლნ დოლარი;
  2. სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი – 1 მლნ დოლარი;
  3. კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები – 911 ათასი დოლარი;
  4. მაისურები, თბილი კვართები – 675 ათასი დოლარი;
  5. კოსტუმები, კომპლექტები, ჟაკეტები და სხვა ტრიკოტაჟისა – 627 ათასი დოლარი;

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!