დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში 808 326 პენსიონერია,რომელთა 71.3% ქალია

0
გაზიარება

2022 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობამ 808 326 პირი შეადგინა, რომელთაგან 71.3 პროცენტი ქალია, ხოლო 28.7 პროცენტი – კაცი-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით პენსიის მიმღებთა 29.9 პროცენტი თბილისშია, 16.0 პროცენტი – იმერეთში, 10.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8 პროცენტი – ქვემო ქართლში, 8.8 პროცენტი – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.9 პროცენტია.

სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა რაოდენობამ 178 426 შეადგინა, რომელთაგან 33.3 პროცენტს ქალები შეადგენენ, ხოლო 66.7 პროცენტს – კაცები.

„სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 70.6 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.8 პროცენტს – ომის მონაწილეები, 12.0 პროცენტს – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4 პროცენტს – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.2 პროცენტს – სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

რეგიონების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.1 პროცენტი თბილისშია, 16.6 პროცენტი იმერეთში, 11.5 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.2 პროცენტია.

2022 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 369 515 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 149 864. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია და 70.9 ათასს შეადგენს, მიმღებთა რაოდენობა კი 36.6 ათასია,“- აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!