6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 7.7- ბალიანი, ხოლო 13:24 საათზე 7.6-ბალიანი სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა, რომელიც მსოფლიოში დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიწისძვრაა-ამის შესახებ კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიის ვიქტორიანული უნივერსიტეტის სეისმოლოგიის პროფესორმა, ედვინ ნისენმა სააგენტო Anadolu-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
ნისენის მონაცემებით, ეს სტიქიური უბედურება თურქეთის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი აღმოჩნდა 1939 წლის მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ერზინჯანის პროვინციაში 30 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ეს მიწისძვრები „მსოფლიოს ყველაზე ძლიერი კონტინენტური მიწისძვრების ხუთეულში ან ათეულში შედის.ქვეყნის ამ მჭიდროდ დასახლებულ ნაწილში მიწისძვრის მასშტაბისა და მდებარეობის კომბინაციამ ნგრევის მაღალი დონე განაპირობა. მეცნიერის თქმით, ყველაზე ძლიერი მიწისძვრები ჩვეულებრივ, ოკეანეებში ხდება.
„განსაკუთრებით არახელსაყრელია“ მიწისძვრის დროც, რადგან სტიქიური უბედურება შუაღამისას და მკაცრი ზამთრის სეზონზე მოხდა, რაც კიდევ ერთი ფაქტორია დაღუპულებისა და დაშავებულების რიცხვის ზრდაში.