დღის სიახლეებისიახლეები

2023 წლის მეორე ნახევრიდან პურის წარმოებასთან დაკავშირებით ახალი სისტემა დაინერგება,რომელიც გაამკაცრებს პურის დამზადებას

0
გაზიარება

პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რაც ეტიკეტზე დატანილია, ნამდვილია.

„2023 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში დაინერგება სისტემა, რომელიც გაამკაცრებს საკვები პროდუქტების, მათ შორის პურის დამზადებას. მართალია, პური რისკჯგუფს არ მიეკუთვნება, „ჰასპი“ კი ითვალისწინებს რისკის ადგილებში მათ მინიმიზაციას, პური კი 220 გრადუსზე ცხვება და არ არის რისკის ჯგუფში.

მიუხედავად ამისა, რეგულაცია გვეხება ჩვენს. ცხადია, მოსაწესრიგებელია უამრავი რამ. ძალიან ბევრმა სუბიექტმა დაიწყო დარგში მუშაობა და არის ძალიან ბევრი შენიშვნა რეკლამიდან წარმოების სტრუქტურამდე. ელემენტარულად, საცხობში ხელსაბანი, საცერი, თბილი წყალი, განათება და ვენტილაცია რომ უნდა იყოს, არ უნდა სწავლება და ამის დრო ნამდვილად მოვიდა. დამთავრდა საუბარი დეფიციტსა და რაოდენობაზე. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ რასაც იძენს, რაც ეტიკეტზე დატანილია, ნამდვილი“, – განაცხადა დოლიძემ.

სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) 2023 წლის 1-ელ ივნისამდე დანერგოს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!