2021 წელს ტექინსპექტირების ცენტრებს 1 051 045 ავტომფლობელმა მიმართა.
„აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით პირველადი ინსპექტირებისას 504 806 ავტომობილი აღმოჩნდა ვარგისი, უვარგისი – 278 482 ავტომობილი, გზაზე გადაადგილება კი 3 604 ავტომობილს აეკრძალა.
ხოლო განმეორებით ინსპექტირება-სტანდარტების დაკმაყოფილება 228 648 ათასმა ავტომობილმა შეძლო, უვარგისი 12 890 ათასი აღმოჩნდა, გზებზე გადაადგილება კი, 244 ავტომობილს აეკრძალა.
1.028 მლნ ავტომობილიდან გზებზე გადაადგილება 2022 წელს 3 848 ავტომობილს აეკრძალა. 2021 წლის მაჩვენებლით კი, 1.051 მლნ ავტომობილიდან – 4 429 ავტომობილს.