გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 256.9 ლარია. მაშინ, როცა 2022 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 253.5 ლარს შეადგენდა, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი კი მიმდინარე წლის პირველ თვეში 227.5 ლარით განისაზღვრა, გასული წლის ბოლოს კი, 224.5 ლარი იყო- საქსტატი
საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.