იტალიურმა მოდის სახლმა Prada SpA-მ 2022 წელს წმინდა მოგება და შემოსავალი გაზარდა, კომპანიის წმინდა მოგებამ გასულ წელს 465 მლნ ევრო შეადგინა. დაზუსტებული მოგება გადასახადამდე და პროცენტამდე (EBIT) 69%-ით გაიზარდა და 845.2 მლნ ევრო შეადგინა. ბრენდის საცალო გაყიდვები 24%-ით გაიზარდა და 3,7 მლრდ ევრო გახდა.
კომპანია, რომელსაც თავდაპირველად Prada Brothers ერქვა და ძირითადად ტყავის ნაწარმს ქმნიდა, 1913 წელს მარიო პრადამ და მისმა ძმამ მარტინომ მილანში დააფუძნეს. 1978 წელს ის მიუჩია პრადამ მემკვიდრეობით მიიღო. ამჟამად Prada მსოფლიოს 70 ქვეყანაში ფუნქციონირებს.