დღის სიახლეებისიახლეები

ქართველმა ექიმმა ყველაზე ხანგრძლივი ფრენის უნარიანი დრონი შექმნა და გინესის რეკორდი დაამყარა

0
გაზიარება

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, დავით მრელაშვილი საფრენი აპარატებით დიდი ხნის წინ დაინტერესდა, პილოტის ლიცენზიაც მოიპოვა და ახლა, როცა ტექნოლოგიები განვითარდა, დრონით დაინტერესება კი სულ უფრო იზრდება, გადაწყვიტა, რომ მისი ფრენის ხანგრძლივობა, რომელიც აქამდე წუთებში ითვლებოდა, საათებად ექცია.

„აღმოჩნდა, რომ დრონების შექმნის პროცესში ძალიან ბევრი ენერგია იკარგებოდა, მარტივი მათემატიკური გამოთვლებით კი აღმოჩნდა, რომ ამის გაუმჯობესება შეიძლებოდა, რაც აქამდე არავის ჰქონდა გაკეთებული და არცერთ წონით კატეგორიაში ამაზე დიდხანს დრონი არ დაფრინავდა.ყველაზე მცირე დრონის კატეგორია, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდებზე წარადგინო, არის 5 კილოგრამის ქვევით, ამ დროს კი მაქსიმალურად ცდილობენ მოცულობა ბოლომდე გამოიყენონ, იყოს 4.900, რაც შეიძლება მეტი რესურსი და ნაწილი გამოიყენონ და ა.შ. ჩემი დრონის წონა კი 3.800 იყო და ამ დრონმა აჯობა ყველა დრონს, რომელიც 20 კილოგრამამდე იყო, მისი ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი და 17 წუთი იყო, მეტიც შეეძლო, მაგრამ დავსვით, ტყუილად რესურსი აღარ დავხარჯეთ“, – განაცხადა დავით მრელაშვილმა.

მრელაშვილის თქმით დრონის შექმნა იმდენად რთული არ იყო, რამდენადაც ის ბიუროკრატიული პროცესები, რომელიც გინესის რეკორდების ორგანიზაციაში დასჭირდათ, მრელაშვილი ამბობს, რომ პროდუქტი გასული წლის ივნისში უკვე მზად იყო, თუმცა ნახევარი წელი სწორედ ამ პროცესებს დასჭირდა.დრონის გამოყენება ყველა საქმიანობაში შეიძლება, დაწყებული ამანათების მიწოდებით, ისე საზღვრის კონტროლით, რადგან დიდხანს ფრენა უფრო შორ მანძილზე გადაფრენას გულისხმობს.

მიაჩნია, რომ ამ საქმიანობას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს – ფერემერებს შეეძელბათ ვიზუალური ინსპექციის გაკეთება აგრარულ მონაკვეთებში, მისი სხვადასხვა წამლით დამუშავება, რომელცი ახლა ხელით ხდება და ა.შ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!