დღის სიახლეებისიახლეები

წყალი ჭიქით – სიახლე ქართულ ბაზარზე

0
გაზიარება

Mineralgroup-ის მიერ წარმოებული წყალი ორიგინალური შეფუთვით გამოირჩევა და არა ტრადიციულად ბოთლის, არამედ ჭიქის სახითაა წარმოდგენილი.

კომპანიის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ზაურ ლაცაბიძის განაცხადებით, მსგავსი შეფუთვით ქართულ ბაზარზე წყალი ჯერ-ჯერობით წარმოდგენილი არ არის და ამიტომ მომხმარებლისთვის ეს საინტერესო სიახლე იქნება.

კომპანია Mineralgroup-მა „თიბისის“ პროგრამა „სტარაპერის“ მხარდაჭერითა და 500 000 ლარის ინვესტიციით, ბორჯომის ხეობაში საწარმო გახსნა, სადაც მინერალური წყლისა და ნატურალური წვენის წარმოების პროცესი მიმდინარეობს.

„იდეა რამდენიმე წლის წინ გაგვიჩნდა და მის განხორციელებაში “თიბისის” პროგრამა „სტარტაპერმა“ ძალიან დიდი როლი შეასრულა. ჩვენი საწარმო ბორჯომის ხეობაში, ცხრა მუხაში მდებარეობს, მისი წარმადობა დღეში 100 000 ჭიქაა. რაც შეეხება წყალს, ის 87 მეტრიანი ჭაბურღილიდან ამოგვაქვს, ტექნიკური ფილტრებით ვამუშავებთ და ამიტომ არანაირ ქიმიურ დანამატს არ შეიცავს. ვცდილობთ, სრულყოფილად შევინარჩუნოთ ის მინერალური და გემოვნური თვისებები, რაც მას აქვს. ქართულ ბაზარზე აპრილის შუა რიცხვებიდან ჩვენი წყალი უკვე რეალიზაციაში გავა“, – აცხადებს ზაურ ლაცაბიძე.

წვენების წარმოება ამ ეტაპზე ტექნიკური დამუშავების პროცესი მიმდინარეობს, კომპანიაში რამდენიმე ნიმუში უკვე შეიქმნა და მომავალ წელს საწარმო ამ მიმართულებითაც სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას.

„ჩვენი წვენები 100%-ით ნატურალურია და არანაირ შაქარსა და კონსერვანტებს არ შეიცავს. რაც შეეხება ფორმას, წვენიც ჭიქით იქნება წარმოდგენილი, ასევე გვინდა Bag in Box ფორმითაც გამოვუშვათ და თანდათან შუშის მიმართულებაც განვავითაროთ. ასევე ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომელიც ხილის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას გულისხმობს, რაც წაახალისებს ადგილობრივ მებაღეებს და ერთგვარი მოტივაციაც იქნება ჩვენი რაიონისთვის“, – აცხადებს ლაცაბიძე.

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!