დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში ზეთისხილის პირველი სანერგე იხსნება

0
გაზიარება

„საქართველოში გაიხსნება პირველი სანერგე, რომელსაც ზეთისხილი გამოჰყავს კალმით და დამყნობით. მე უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ვაწარმოებთ, ნახევარ მილიონ ნერგს, მომავალი 2 წლის განმავლობაში – 1 მილიონს“,- ამის შესახებ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში გამოყვანილი ნერგი გაცილებით ძლიერი და ადგილობრივ კლიმატზე მორგებული იქნება, ვიდრე იმპორტირებული. მიზანი კი, იმპორტის სრულად ჩანაცვლებაა.

„საქართველოში გაიხსნება პირველი სანერგე, რომელსაც ზეთისხილი გამოჰყავს კალმით და დამყნობით. მე უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ვაწარმოებთ, ნახევარ მილიონ ნერგს, მომავალი 2 წლის განმავლობაში – 1 მილიონს. აღარ დაგვჭირდება საზღვარგარეთიდან იმპორტი ნერგების. თან, ეს ნერგი, საქართველოში გამოყვანილი, გაცილებით ძლიერი, ამ კლიმატს შეჩვეულია. მეტიც, ზოგ ნერგს თავიდანვე ვსტრესავთ, რომ უფრო ძლიერი გაიზარდოს და ნაკლები მორწყვა დასჭირდეს.

მომავალი 5 წლის განმავლობაში რომ ვაწარმოოთ სადღაც 3-4 მლნ ნერგი და შემდგომი 10 წლის განმავლობაში 7-8 მილიონი, დედოფლისწყაროს, სიღნაღის რაიონს, კახეთს ძირითადად, გადავაქცევთ პატარა ანდალუსიად, სადაც დღეს ბევრი ადგილი მოშიშვლებულია, მაგრამ ის ნერგი, რომელზეც ჩვენ დღეს ვმუშაობთ, მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოში ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის ზეთისხილი. შემდგე უკვე, ეს პროდუქცია, მომავალი 5 წლის განმავლობაში, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქართული ნატურალური მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთით ჩავანაცვლოთ ის იმპორტირებული, რომელიც დღეს ნამდვილად არ ვიცით რომელი ქვეყნიდან შემოდის და რა ხარისხის“,- განაცხადა გიორგი სვანიძემ.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!