RSS კატეგორიადღის სიახლეებისიახლეები

Starbucks-ი მეშვიდე წელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კვების ბრენდია

0
გაზიარება

Starbucks-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სარესტორნო ბრენდების რეიტინგში ლიდერობას იმყარებს Brand Finance-ის მონაცემებით

გასული წლის განმავლობაში, ბრენდის ღირებულება 17%-ით, 53,4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც დაეხმარა Starbucks-ს გაეზარდა უპირატესობა მეორე ადგილზე მყოფ სწრაფი კვების რესტორნების ქსელ McDonald’s Corp.-თან შედარებით, რომლის ბრენდის ღირებულება 7%-ით 36,9 მილიარდამდე შემცირდა.

რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა KFC ქსელმა (17,7 მლრდ დოლარი), მეოთხეა – Domino’s პიცერიები (7,4 მლრდ დოლარი), ხუთეულს ხურავს Subway (7,1 მლრდ დოლარი). ტოპ-ათეულში ერთადერთი არაამერიკული ბრენდი იყო კანადური Tim Hortons. ის მეშვიდე ადგილზე იმყოფება 1 მილიარდი დოლარით.

რეიტინგში ყველაზე დიდი ნახტომი ჰქონდა ამერიკული კვების ბრენდს Texas Roadhouse-ს რომლის ბრენდის ღირებულება ერთდროულად 56%-ით გაიზარდა, 2.3 მილიარდ დოლარამდე. ახლა ქსელს დაახლოებით 700 დაწესებულება აქვს, ხოლო უახლოეს წლებში გაფართოებას ის 900-მდე გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა

2024 წელს, 3 თვეში საქართველოში ჯამში, 32,204 ერთეული 486,575 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე 1,7% მოდის. საქსტატის მონაცემებით,აღნიშნულ პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი…

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%-ით შემცირდა და $278 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ…

5 ივლისს წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა – Business Summit 2024 გაიმართება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, 24 მაისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ დაგეგმილი წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა, Business Summit 2024 გაიმართება 5 ივლისს -  ინფორმაცია ამის შესახებ SGBA-ს ფეისბუქ გვერდზე…

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

2026 წელს ინდოეთში აეროტაქსი ამოქმედდება

ინდური კომპანია, InterGlobe, ამერიკულ Archer Aviation-თან თანამშრომლობით, ქვეყანაში პირველი საჰაერო ტაქსის გაშვებას 2026 წელს გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო, PTI ავრცელებს. InterGlobe ინდოეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!