RSS კატეგორიადღის სიახლეებისიახლეები

Starbucks-ი მეშვიდე წელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კვების ბრენდია

0
გაზიარება

Starbucks-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სარესტორნო ბრენდების რეიტინგში ლიდერობას იმყარებს Brand Finance-ის მონაცემებით

გასული წლის განმავლობაში, ბრენდის ღირებულება 17%-ით, 53,4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც დაეხმარა Starbucks-ს გაეზარდა უპირატესობა მეორე ადგილზე მყოფ სწრაფი კვების რესტორნების ქსელ McDonald’s Corp.-თან შედარებით, რომლის ბრენდის ღირებულება 7%-ით 36,9 მილიარდამდე შემცირდა.

რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა KFC ქსელმა (17,7 მლრდ დოლარი), მეოთხეა – Domino’s პიცერიები (7,4 მლრდ დოლარი), ხუთეულს ხურავს Subway (7,1 მლრდ დოლარი). ტოპ-ათეულში ერთადერთი არაამერიკული ბრენდი იყო კანადური Tim Hortons. ის მეშვიდე ადგილზე იმყოფება 1 მილიარდი დოლარით.

რეიტინგში ყველაზე დიდი ნახტომი ჰქონდა ამერიკული კვების ბრენდს Texas Roadhouse-ს რომლის ბრენდის ღირებულება ერთდროულად 56%-ით გაიზარდა, 2.3 მილიარდ დოლარამდე. ახლა ქსელს დაახლოებით 700 დაწესებულება აქვს, ხოლო უახლოეს წლებში გაფართოებას ის 900-მდე გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6…

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია…

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!