2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან უცხოეთში 19 მილიონი დოლარის ღირებულების 27 ათასი ტონა გაზიანი და შაქრიანი სასმელები გავიდა ექსპორტზე. ეს მაჩვენებელი კი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65%-ით მეტია.
ქვეყნები, სადაც გაზიანი და შაქრიანი სასმელები ექსპორტზე გავიდა:
- რუსეთის ფედერაცია – 10.2 მილიონი დოლარი (გასულ წელს 4.2 მლნ);
- სომხეთი – 2.7 მილიონი დოლარი (გასულ წელს 0.8 მლნ);
- აზერბაიჯანი – 2.4 მილიონი დოლარი (გასულ წელს 2.5 მლნ);
- ყაზახეთი – 1.2 მილიონი დოლარი (გასულ წელს 0.9 მლნ);
- ისრაელი – 0.8 მილიონი დოლარი (გასულ წელს 1.3 მლნ).
საქართველოდან შაქრიანი და გაზიანი სასმელების უმსხვილესი ექსპორტიორები (წარმოდგენილია რიგითობის გარეშე):
- აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
- სს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია;
- სს ლომისი;
- სს ქართული ლუდის კომპანია;
- სს წყალი მარგებელი;
- შპს ალფა;
- შპს ბრავო;
- შპს ბუმ გრუპი;
- შპს გლობალ ბიერ ჯორჯია;
- შპს ლოადს.