2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6.493 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა,აქედან ექსპორტი 1.962 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 23.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4.531 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 21.2 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარაპრილში, 2.568 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„2023 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (280.8 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (261.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (226.2 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (786.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (622.3 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (412.5 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (925.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (848.5 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (500.9 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 595 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 30.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 257.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 84.4 მლნ. აშშ დოლარით (4.3 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 727.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 16.1 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 318.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 250.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.5 პროცენტი),“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.