წელს, მოცვის საექსპორტო ფასი შესაძლოა შემცირდეს. შპს „მოცვის“ დამფუძნებელი ზვიად მირიანაშვილი აცხადებს, რომ ამის მიზეზი წარმოების ზრდაა.
რაც შეეხება ბაზრებს, სადაც წელს ქართული მოცვი გაიყიდება, როგორც ზვიად მირიანაშვილი ამბობს, სავარაუდოდ, ეს გალფის ქვეყნები, რუსეთი და ევროპის ბაზრები იქნება.
„ახლა დავიწყეთ სეზონი, მცირე მოცულობებს აქ ადგილზე ვყიდით, საცდელად კი, გალფის ქვეყნებში უნდა გავაგზავნო, ასევე, ევროპასა (გერმანია, პოლონეთი) და რუსეთში. მოსავლის რაოდენობა იგივე გვაქვს, რაც შარშან, ჩვენ წარმოება არ გაგვიზრდია, თუმცა, ვფიქრობთ, ბაზრების დივერსიფიცირებაზე. გვინდა, რომ მომავალი წლისთვის ევროპისთვის ვიყოთ მზად.