დღის სიახლეებისიახლეები

მოცვის საექსპორტო ფასი შესაძლოა, შემცირდეს

0
გაზიარება

წელს, მოცვის საექსპორტო ფასი შესაძლოა შემცირდეს. შპს „მოცვის“ დამფუძნებელი ზვიად მირიანაშვილი აცხადებს, რომ ამის მიზეზი წარმოების ზრდაა.

რაც შეეხება ბაზრებს, სადაც წელს ქართული მოცვი გაიყიდება, როგორც ზვიად მირიანაშვილი ამბობს, სავარაუდოდ, ეს გალფის ქვეყნები, რუსეთი და ევროპის ბაზრები იქნება.

„ახლა დავიწყეთ სეზონი, მცირე მოცულობებს აქ ადგილზე ვყიდით, საცდელად კი, გალფის ქვეყნებში უნდა გავაგზავნო, ასევე, ევროპასა (გერმანია, პოლონეთი) და რუსეთში. მოსავლის რაოდენობა იგივე გვაქვს, რაც შარშან, ჩვენ წარმოება არ გაგვიზრდია, თუმცა, ვფიქრობთ, ბაზრების დივერსიფიცირებაზე. გვინდა, რომ მომავალი წლისთვის ევროპისთვის ვიყოთ მზად.

რაც შეეხება ფასს, ალბათ, წელს უფრო დაბალი იქნება, იმიტომ, რომ წარმოების მოცულობები გაზიარდა. გარდა ამისა, გვიან დაიწყო სეზონი. შესაბამისად, ფასი სავარაუდოდ, 2 დოლარით ნაკლები იქნება, შარშანდელთან შედარებით“,- ამბობს ზვიად მირიანაშვილი.

მსგავსი სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6…

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია…

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!