წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს.
ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორი, 200 კომპანია უკვე დარეგისტრირდა.
ღონისძიება უმასპინძლებს 5 წარმატებულ ქართველ ბიზნეს-ტრენერს, რომლებიც გამართავენ მასტერ კლასს და გაუზიარებენ დამსწრე საზოგადოებას მათ გამოცდილებას სხვადასხვა სფეროდან, ხოლო სამიტის მეორე ნაწილში 15 ქართული ბიზნეს კომპანია წარმოადგენს პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც დამსწრე დელეგატებს გაუზიარებს ინფორმაციას მათ მიერ დაგეგმილი ბიზნეს ინიციატივების, ინოვაციური პროდუქტების, ბიზნეს პროექტებისა თუ წარმატების ისტორიის შესახებ.
ბიზნეს სამიტის მიზანია:
❑ ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
❑ ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
❑ ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი, HR რეკრუტინგი და კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები;
რატომ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი სამიტში მონაწილეობა?
- შენი კომპანიის წარმატების ისტორიას, ბიზნეს ინიციატივას, კორპორატიულ კულტურას, ახალ პროდუქტს, თუ ზოგადად საქმიანობას გაეცნობა 400 ქართული ბიზნეს კომპანიის მაღალი რანგის მენეჯერი;
- 2 თვის განმავლობაში, ღონისძიების განხორციელებამდე და განხორციელების შემდეგ, შენს კომპანიას და ბრენდს აქტიურ საინფორმაციო მხარდაჭერას გაუწევს ბიზნეს ასოციაცია, წამყვანი და რეიტინგული მედია საშუალებებისა და სოციალური მედიის მეშვეობით;
- ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელი იქნება დამყარდეს ბიზნესისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმიანი კავშირები;
- ღონისძიებაში მონაწილეობა კიდევ ერთი საინტერესო შესაძლებლობაა ბრენდის PR-ისთვის და
გაყიდვების სტიმულირებისთვის;