წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 400 დელეგატისგან შემდგარი ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც წარმატებული ქართული ბიზნეს კომპანიების მიერ, წლის განმავლობაში განხორციელებული წარმატებული ბიზნეს პროექტების, ინიციატივების, სამომავლო გეგმებისა და ინოვაციური პროდუქტების წარდგენა მოხდება.
ბიზნეს სამიტი Awork-ს-დასაქმების პირველ ქართულ აპლიკაციას უმასპინძლებს, ეს არის სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა პლატფორმა საქართველოში, რომელიც 60 000-ზე მეტ რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელსა და 900-ზე მეტ დარეგისტრირებულ ბიზნესს აერთიანებს.
Awork კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას ბიზნეს პროფილის მეშვეობით ციფრულად მართონ HR პროცესები, ხოლო მომხმარებლებს მარტივად მოძებნონ ვაკანსიები და პლატფორმიდან გაუსვლელად გააგზავნონ აპლიკაციები. როგორც საიტზე, ასევე აპლიკაციაში სასურველი სამსახურის პოვნა ლოკაციის გამოყენებით შეძლებთ. აუცილებლად ნახავთ ვაკანსიის აღწერილობაში მინიმალურ სახელფასო მოლოდინს, რაც ვაკანსიით დაინტერესებისას, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
მუდმივი ექსპერიმენტების პროცესში შეინარჩუნო სტაბილურობა, ზრდა და მოტივაცია ტექნოლოგიურ სტარტაპში მუშაობის მთავარი გამოწვევაა.
ტრადიციული შერჩევის პროცესი უკვე მოძველებული და მოსაწყენია. გლობალურ ბაზარზე წარმატებული ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის შექმნა, რომელიც დაეხმარება ადამიანებს სასურველი სამსახურის სწრაფად მოძიებასა და კარიერულ ზრდასა და განვითრებაში – სწორედ ეს არის Awork-ის მთავარი მოტივაცია.