დღის სიახლეებისიახლეები

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გამართული ბიზნეს სამიტი Awork უმასპინძლებს

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 400 დელეგატისგან შემდგარი ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც წარმატებული ქართული ბიზნეს კომპანიების მიერ, წლის განმავლობაში განხორციელებული წარმატებული ბიზნეს პროექტების, ინიციატივების, სამომავლო გეგმებისა და ინოვაციური პროდუქტების წარდგენა მოხდება.

ბიზნეს სამიტი Awork-ს-დასაქმების პირველ ქართულ აპლიკაციას უმასპინძლებს, ეს არის სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა პლატფორმა საქართველოში, რომელიც  60 000-ზე მეტ რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელსა და 900-ზე მეტ დარეგისტრირებულ ბიზნესს აერთიანებს.

Awork კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას ბიზნეს პროფილის მეშვეობით ციფრულად მართონ HR პროცესები, ხოლო მომხმარებლებს მარტივად მოძებნონ ვაკანსიები და პლატფორმიდან გაუსვლელად გააგზავნონ აპლიკაციები.  როგორც საიტზე, ასევე აპლიკაციაში სასურველი სამსახურის პოვნა ლოკაციის გამოყენებით შეძლებთ. აუცილებლად ნახავთ ვაკანსიის აღწერილობაში მინიმალურ სახელფასო მოლოდინს, რაც ვაკანსიით დაინტერესებისას, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

მუდმივი ექსპერიმენტების პროცესში შეინარჩუნო სტაბილურობა, ზრდა და მოტივაცია ტექნოლოგიურ სტარტაპში მუშაობის მთავარი გამოწვევაა.

ტრადიციული შერჩევის პროცესი უკვე მოძველებული და მოსაწყენია. გლობალურ ბაზარზე წარმატებული ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის შექმნა, რომელიც დაეხმარება ადამიანებს სასურველი სამსახურის სწრაფად მოძიებასა და კარიერულ ზრდასა და განვითრებაში – სწორედ ეს არის Awork-ის მთავარი მოტივაცია.

მსგავსი სიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის სპონსორია, ლითონის ნაკეთობათა მწარმოებელი კომპანია – K Group

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს  Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

შატო ზეგაანის ღვინის აღიარება პარიზში

პარიზში გამართულ გასტრომეღვინეობის ოსკარის ცემეონიალზე, სადაც მოხვედრა ერთეულების ხვედრია იტალიური და ესპანური ღვინოების გვერდით ქართულმა ღვინომაც შეძლო ამ სივრცის დაპყრობა. ეს რთული გზა "შატო ზეგაანი"-ს საფერავმა…

შეიძინე საქართველოში ლარის პირველი, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციები

გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და შეიძინე თეგეტა ჰოლდინგის საქართველოში ლარის პირველი, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი, ფიქსირებულგანაკვეთიანი ობლიგაციები. Tegeta • თეგეტა ჰოლდინგი, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 20 მილიონ…

„ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის,“ – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) კვლევის მიხედვით „ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის". „ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის, ხოლო ოთხში ერთი ადამიანის…

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, რესტორანი – ამირანი

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს  Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!