„ევროპულსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით რუმინეთში ფეხით მოსიარულეები, რომლებიც გზას ტელეფონზე ყურებისას ან ყურში ყურსასმენებით კვეთენ, დაჯარიმდებიან. აღნიშნული კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტში უკვე განიხილება, რომლის მიხედვით, ჯარიმები 435 ლეის (87,5 ევროს) მიაღწევს.
პარლამენტის წევრები იმედოვნებენ, რომ საგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდება. ქვეყანაში მხოლოდ მიმდიდნარე წელს ქვეითთა გადასასვლელის გადაკვეთის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპამ ფატალური საგზაო შემთხვევების რაოდენობა გაანახევრა. ამჟამად ევროპის საგზაო მოძრაობა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხოა.