დღის სიახლეებისიახლეები

რუმინეთში ფეხით მოსიარულეები, რომლებიც გზას ტელეფონზე ყურებისას ან ყურში ყურსასმენებით ადაკვეთენ, დაჯარიმდებიან

0
გაზიარება

„ევროპულსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით რუმინეთში ფეხით მოსიარულეები, რომლებიც გზას ტელეფონზე ყურებისას ან ყურში ყურსასმენებით კვეთენ, დაჯარიმდებიან. აღნიშნული კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტში უკვე განიხილება, რომლის მიხედვით, ჯარიმები 435 ლეის (87,5 ევროს) მიაღწევს.

პარლამენტის წევრები იმედოვნებენ, რომ საგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდება. ქვეყანაში მხოლოდ მიმდიდნარე წელს ქვეითთა ​​გადასასვლელის გადაკვეთის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა.

„ევროპულსის“ ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებმა ახალი ამოცანა დაისახეს, რომელიც 2050 წლისთვის ნულოვან ფატალურ ავტოსაგზაო შემთხვევებს ისახავს მიზნად. კერძოდ, მარტში ევროკომისია ახალგაზრდა მძღოლების უფრო საფუძვლიანი მომზადების ინიციატივთ გამოვიდა, ასევე, დაკორექტირდება სამედიცინო შემოწმების პროცესი და ჯარიმების ზოგადი სისტემა დაინერგება.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპამ ფატალური საგზაო შემთხვევების რაოდენობა გაანახევრა. ამჟამად ევროპის საგზაო მოძრაობა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხოა.

მსგავსი სიახლეები

150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდებათ

პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციითა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ინტენსიური ჩართულობით, „ლიბერთი ბანკმა" ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი,…

რატომ ეშვება წარბები დაბლა? – ნინო ნათელაძე, ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის ექიმი კოსმეტოლოგი

ჩამოშვებული წარბები შეიძლენა იყოს, როგორც ანატომიური თავისებურება, ასევე გამოწვეული ასაკთან დაკავშირებული ცვლილება, კანი ნელ-ნელა ეშვება და უახლოვდება თვალის ჭრილს, რომლს ძირითადი მიზეზიბია: გრავიტაციული პტოზი ანუ…

იანვარში 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს დასაქმებულთა 23,3% იღებდა

PMCG კვლევითი ცენტის დასაქმების თრექერის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 23.3%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4%-ით,…

ბაზარზე თაფლი 10-15%-ით გაძვირდა

თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, ალეკო პაპავას განცხადებით, თაფლი დეფიციტური გახდა ,როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე თაფლზე მოთხოვნა დიდია, თუმცა საქართველოს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!