წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის ოფიციალური მხარდამჭერია, საკონსულტაციო კომპანია – Future Laboratory
Future Laboratory დაარსდა 2016 წელს ირაკლი ქაშიბაძის მიერ, რომელსაც 15 წლიანი გამოცდილება აქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. ტექნოლოგიური წინსვლისა და ინოვაციების ხელშეწყობის ვიზიონერმა, 2016 წელს დააარსა ორგანიზაცია, რომელმაც მნიშვნელოვნად ჩამოაყალიბა საქართველოს ლანდშაფტი.
Future Laboratory არის ინოვაციების საკონსულტაციო და მენეჯმენტის კომპანია, რომლის მიზანია – გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით.
Future Laboratory (მომავლის ლაბორატორია) ლიდერია ქართულ ბაზარზე საგანმანათლებლო ინოვაციების მიმართულებით, რომელმაც უკვე 44 ქართულ სკოლაში განახორციელა ინოვაციური პროექტები. ნერგავს ინფრასტრუქტურას ინოვაციებისათვის, სწავლების თანამედროვე მეთოდებს, მომავლის პროფესიების სწავლებას PBL მეთოდოლოგიით.
Future laboratory-ს კერძო სკოლებში დანერგილი აქვს მიმართულება “მომავლის პროფესიები”, სადაც ხდება ისეთი საგნების სწავლება როგორიცაა: რობოტიკა, გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი, პროგრამირება, 3D მოდელირება, ელექტრონიკა. სწავლება ხორციელდება PBL მეთოდოლოგიით. საგნების სწავლება ხდება სკოლების ბაზაზე, Future Laboratory ის მიერ გახსნილ Fab Lab ებში. პროგრამა ასევე მოიცავს მინი აქსელერაციას – იდეათონს.
Future laboratory-ს პროექტები განხორციელებულია სკოლებში:
-
ევროპული სკოლა
-
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
-
წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა
-
ვ. ესვანჯიას სახელობის იტალიური სკოლა ცისკარი
-
შ.პ.ს სკოლა გიჩი ჯეჯილი
ბაქსვუდის და ევროპულ სკოლაში განხორციელებული და დანერგილია ფაბრიკაციის ლაბორატორია future lab ები დაპროექტებული და აღჭურვილი საჭირო დანადგარებით, როგორიცაა: ლაზერული მჭრელი, cnc რუტერი, 3D პრინტერი, პროგრამირებადი საკერავი მანქანა და სხვა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მის: Kostava 77a, Tbilisi, Georgia
Tel: +995 579 751818