დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის ოფიციალური მხარდამჭერია, საკონსულტაციო კომპანია – Future Laboratory

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს. 

SGBA Business meeting 2024-ის ოფიციალური მხარდამჭერია, საკონსულტაციო კომპანია – Future Laboratory

Future Laboratory დაარსდა 2016 წელს ირაკლი ქაშიბაძის მიერ, რომელსაც 15 წლიანი გამოცდილება აქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. ტექნოლოგიური წინსვლისა და ინოვაციების ხელშეწყობის ვიზიონერმა, 2016 წელს დააარსა ორგანიზაცია, რომელმაც მნიშვნელოვნად ჩამოაყალიბა საქართველოს ლანდშაფტი.

Future Laboratory არის ინოვაციების საკონსულტაციო და მენეჯმენტის კომპანია, რომლის მიზანია – გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით.

Future Laboratory (მომავლის ლაბორატორია) ლიდერია ქართულ ბაზარზე საგანმანათლებლო ინოვაციების მიმართულებით, რომელმაც უკვე 44 ქართულ სკოლაში განახორციელა ინოვაციური პროექტები. ნერგავს ინფრასტრუქტურას ინოვაციებისათვის, სწავლების თანამედროვე მეთოდებს, მომავლის პროფესიების სწავლებას PBL მეთოდოლოგიით.

Future laboratory-ს კერძო სკოლებში დანერგილი აქვს მიმართულება “მომავლის პროფესიები”, სადაც ხდება ისეთი საგნების სწავლება როგორიცაა: რობოტიკა, გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი, პროგრამირება, 3D მოდელირება, ელექტრონიკა. სწავლება ხორციელდება PBL მეთოდოლოგიით. საგნების სწავლება ხდება სკოლების ბაზაზე, Future Laboratory ის მიერ გახსნილ Fab Lab ებში. პროგრამა ასევე მოიცავს მინი აქსელერაციას –  იდეათონს.

Future laboratory-ს პროექტები განხორციელებულია სკოლებში:

  • ევროპული სკოლა

  • ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა

  • წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა

  • ვ. ესვანჯიას სახელობის იტალიური სკოლა ცისკარი

  • შ.პ.ს სკოლა გიჩი ჯეჯილი

ბაქსვუდის და ევროპულ სკოლაში განხორციელებული და დანერგილია ფაბრიკაციის ლაბორატორია future lab ები დაპროექტებული და აღჭურვილი საჭირო დანადგარებით, როგორიცაა: ლაზერული მჭრელი, cnc რუტერი, 3D პრინტერი, პროგრამირებადი საკერავი მანქანა და სხვა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მის: Kostava 77a, Tbilisi, Georgia

Tel: +995 579 751818

[email protected]

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!