წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია; ✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, სილამაზის ცენტრი – GOLD
2013 წელს ქ. გორში სილამაზის სალონი „GOLD “ გაიხსნა, 10 წლიანი დაუღალავი შრომისა და იდეის ერთგულების შედეგად დღეს უკვე „GOLD “ სალონების ქსელს აერთიანებს, ესთეტიკურ მედიცინაში.
„თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ერთი პატარა სალონით დაწყებული საქმე დიდ კომპანიად გადაიქცეოდა. სალონი„GOLD “-ი პროფესიონალიზმის, მაღალი ხარისხის მომსახურების, კომფორტის და სტაბილურობის სინონიმია.
სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ვინც ერთხელ მაინც გვენდო და მოვიდა მომსახურების მისაღებად, ჩვენი ერთგული მომხმარებელი გახდა. ჩვენს წარმატებას განაპირობებს თითოეული ჩვენი გუნდის წევრის საქმისადმი სიყვარული და ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც გათვიცნობიერებული გვაქვს. ჩვენი მიზანია სტაბილური განვითარება და მომხმარებლის მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება“ – ჯუნა შიუკაშვილი, სილამაზის სალონი „GOLD“-ის დამფუძნებელი
გუნდური მუშაობის პრინციპი, საქმისადმი პერსონალის პროფესიონალური მიდგომა, ნდობა თითოეული პროდუქტისადმი – განსაზრვრავს კომპანიის საერთო მიზნების წარმატებით განხორციელებას და რაც მთავარია კომპანია არ წყვეტს განვითარებას და ყოველწლიურად მომხმარებელს ინოვაციურ მომსახურებას/პროდუქციას სთავაზობს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თავის მოვლის სფეროში საერთაშორისო სტანდარტებს, უახლეს ტენდენციებს და თანამედროვე მიდგომებს
მისამართი: ქ.გორი
📍სტალინის ქ.N20
📍სტალინის ქ.N 14
📍სტალინის ქ.N2
📞. 599 73 91 74