დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, სილამაზის ცენტრი – GOLD

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია; ✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, სილამაზის ცენტრი – GOLD

2013 წელს ქ. გორში სილამაზის სალონი „GOLD “ გაიხსნა, 10 წლიანი დაუღალავი შრომისა და იდეის ერთგულების შედეგად დღეს უკვე „GOLD “ სალონების ქსელს აერთიანებს, ესთეტიკურ მედიცინაში.

„თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ერთი პატარა სალონით დაწყებული საქმე დიდ კომპანიად გადაიქცეოდა. სალონი„GOLD “-ი პროფესიონალიზმის, მაღალი ხარისხის მომსახურების, კომფორტის და სტაბილურობის სინონიმია.

სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ვინც ერთხელ მაინც გვენდო და მოვიდა მომსახურების მისაღებად, ჩვენი ერთგული მომხმარებელი გახდა. ჩვენს წარმატებას განაპირობებს თითოეული ჩვენი გუნდის წევრის საქმისადმი სიყვარული და ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც გათვიცნობიერებული გვაქვს. ჩვენი მიზანია სტაბილური განვითარება და მომხმარებლის მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება“ –  ჯუნა შიუკაშვილი, სილამაზის სალონი „GOLD“-ის დამფუძნებელი

გუნდური მუშაობის პრინციპი, საქმისადმი პერსონალის პროფესიონალური მიდგომა, ნდობა თითოეული პროდუქტისადმი –  განსაზრვრავს კომპანიის საერთო მიზნების წარმატებით განხორციელებას და რაც მთავარია კომპანია არ წყვეტს განვითარებას და ყოველწლიურად  მომხმარებელს ინოვაციურ მომსახურებას/პროდუქციას სთავაზობს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თავის მოვლის სფეროში საერთაშორისო სტანდარტებს, უახლეს ტენდენციებს და თანამედროვე მიდგომებს

მისამართი: ქ.გორი

📍სტალინის  ქ.N20

📍სტალინის  ქ.N 14

📍სტალინის  ქ.N2

📞. 599 73 91 74

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!