დღის სიახლეებისიახლეები

რატომ ეშვება წარბები დაბლა? – ნინო ნათელაძე, ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის ექიმი კოსმეტოლოგი

0
გაზიარება

ჩამოშვებული წარბები შეიძლენა იყოს, როგორც ანატომიური თავისებურება, ასევე გამოწვეული ასაკთან დაკავშირებული ცვლილება, კანი ნელ-ნელა ეშვება და უახლოვდება თვალის ჭრილს, რომლს ძირითადი მიზეზიბია: გრავიტაციული პტოზი ანუ გრავიტაციული მიზიდულობა.

ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის ექიმი კოსმეტოლოგი – ნინო ნათელაძე წარმების დაბლა ჩამოშვების გამომწვე მიზეზებსა და პრობლემის მოგვარების გზებზე Geobusinessnews.com-თან ინტერვიუს დროს საუბრობს და აცხადებს, რომ დაშვებული წარბები განაჩენი არ არის

“ჩვენი კანი, ისევე როფორც ყველაფერი სხვა ემორჩილება გრავიტაციულ კანონებს და ასაკთან ერთად ხდება მეტად შესამჩნევი.
დაშვებული წარბები განაჩენი არაა.
არსებობს რამდენიმე გზა, რითიც ჩამოშვებულ წარბებს ვმკურნალობთ: 1. ეს არის პლასტიკური ქირურგია- რომელიც არის ყველაზე რადიკალური მეთოდი, რიგი რისკებითა და გართულებებით, სწორედ ამიტომ არ უნდა ვიჩქაროთ ამ მეთოდის არჩევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს შედარებით კონსერვატიული მეთოდები, მაგალითად: ბოტულინოტოქსინი, სახის მოდელირება-კონტურული პლასტიკა და მეზოძაფები.

წარბების აწევა ტოქსინით-პირველ რიგში ყველაზე მთავარია ავარჩიოთ სპეციალისტი, რომელსაც აქვს საკმარისი ცოდნა და კვალიფიკაცია პროცედურის ჩასატარებლად, ვინაიდან მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებთ სასურველ შედეგს.

წარბის გარშემო გვაქვს, როგორც მისი დამწევი, ასევე ამწევი კუნთები. ბოტულინოტოქსინის მეშვეობით კუნთების აქტივობას გადავაწყობთ ისე, რომ გამოვიწვიოთ წარბების ლიფტინგი. პროცედურიდან 14 დღეში  საბოლოო შედეგი დგება, თუმცა უკვე 3-5 დღეში ვხედავთ ტოსინის პირველ ნიშნებს.

მე-2 მეთოდი გახლავთ კონტურული პლასტიკა, ამ დროს ფილერის საშუალებით გამოგვყავს წარბის კონტური, რომლის მეშვეობითაც თვალს ეძლევა უფრო გახელილი იერი. ფილერი შეიცავს ბიოლოგიურთან მაქსიმალურად მიახლოებულ ჰიალურონის მჟავას, რომელიც უზრუნველყოფს გართულებებისა და ალერგიული რეაქციების მინიმალურ რისკს. შედეგს კი ვხედავთ პროცედურის დასრულებისთანავე.

წარბების ასაწევად, ასევე ძალიან ეფექტური მეთოდია მეზოძაფებით ლიფტინგი, რომლის შედეგს პაციენტი ხედავს პროცედურის დასრულებისთანავე და ნარჩუნდება საკმაოდ ხანგრძლივად, დაახლოებით 2 წლამდე” – ნინო ნათელაძე

წარბების დაბლა ჩამოშვების მოსაგვარებლად კოსმეტოლოგი ინდივიდუალურად, რიგი ანატომიური და ფიზიოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე ირჩევს ყველაზე ეფექტურ მეთოდს, რომელიც მისაღები იქნება ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით

საკონტაქტო ინფორმაცია:

📞ტელ: 568 818 909
032 2 14 72 70
📍თბილისი, კოსტავას 67
ლოკაცია: https://g.co/kgs/NB5dsyF
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ გვერდი: https://www.euaesthetic.ge

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!