დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში ავტომომსახურებაზე ფასები იზრდება, ხოლო ავტონაწილები იაფდება

0
გაზიარება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა, რომ საქართველოში ავტომომსახურება ძვირდება.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაძვირებულია ავტომობილის შეკეთების და რეცხვის ფასები.

წლიურ ჭრილში გაძვირებულია:

  • ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 36.9%-ით;
  • ავტომობილის შეკეთება – 15.4%-ით;
  • ავტომობილის ზეთისა და ფილტრის შეცვლა – 5.2%-ით.

ოფიციალური მონაცემებით, ასევე გაზრდილია ზოგადად მსუბუქი ავტომობილების ღირებულებაც: ახალი მსუბუქი ავტომობილის ფასი – 4.5%-ით, ხოლო მეორადი მოხმარების მსუბუქი ავტომობილის – 5.4%-ით არის გაზრდილი.

თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტონაწილების ფასის კლება დაფიქსირდა, კერძოდ:

  • ავტომობილის სათადარიგო ნაწილები გაიაფდა – 5%-ით;
  • ავტომობილის საბურავი გაიაფდა – 7.4%-ით;
  • ავტომობილის აკუმულატორი გაიაფდა – 7.4%-ით.

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში” – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში". სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14…

ქართული მართვის მოწმობით საბერძნეთში გადადგილება შესაძლებელი ხდება

ქართული მართვის მოწმობით გადადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი ხდება. შესაბამის, „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი უკვე მოეწერა.…

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა

eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი. აგვისტოში საქართველოში…

აფრიკაში ბანანის ღვინის წარმოება დაიწყეს – BBC

აღმოსავლეთ აფრიკის რესპუბლიკა მალავიში ღვინის კოოპერატივ Twitule-მ ბანანის ღვინის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. Twitule ღვინის დასაყენებლად გადამწიფებულ ბანანს იყენებს, რაც, ფერმერების განცხადებით,…

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა შეადგინა.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!