2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 193 ათასი დოლარის 463 ტონა ვაშლი იყიდა, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში – 396 ათასი დოლარის 835 ტონა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს 1 კგ. ვაშლის საიმპორტო ფასი 12%-ით გაუძვირდა, თუ გასულ წელს 1 კგ-ის ფასი 0.42 დოლარი იყო, მიმდინარე წელს 0.47 დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე ძვირი, 1.87 დოლარი, ნიდერლანდებიდან გვიჯდება, ხოლო ყველაზე იაფი, 0.42 დოლარი – ირანიდან.
ვაშლის იმპორტიორი ქვეყნები 2024 წლის იანავრ-თებერვალში იყო:
- თურქეთი – 140 ათასი დოლარის
- უკრაინა – 95 ათასი დოლარის
- ირანი – 83 ათასი დოლარის
- სომხეთი – 46 ათასი დოლარის
- რუსეთი – 13 ათასი დოლარის
- აზერბაიჯანი – 10 ათასი დოლარის
- ნიდერლანდები – 9 ათასი დოლარის
ქართული წარმოების ვაშლის ადგილობრივი ექსპორტი 68%-ით შემცირა. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ექსპორტირებულია 571 ათასი დოლარის 831 ტონა ვაშლი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 1,763 მლნ დოლარის 2,765 ტონა.
2024 წლის იანვარ-თებერვალში ვაშლის საექსპორტო ფასი 7.8%-ით გაძვირდა. გასულ წელს 1 კგ ქართული წარმოების ვაშლის ექსპორტი 0.64 დოლარი გვიჯდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 0.69 დოლარი.
ქართული ვაშლი ექსპორტზე გავიდა შემდეგ ქვეყნებში:
- რუსეთი – 567 ათასი დოლარის 822 ტონა
- სომხეთი – 3 790 დოლარის 8 ტონა