დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში ვაშლის იმპორტი 105%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 193 ათასი დოლარის 463 ტონა ვაშლი იყიდა, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში – 396 ათასი დოლარის 835 ტონა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს 1 კგ. ვაშლის საიმპორტო ფასი 12%-ით გაუძვირდა, თუ გასულ წელს 1 კგ-ის ფასი 0.42 დოლარი იყო, მიმდინარე წელს 0.47 დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე ძვირი, 1.87 დოლარი, ნიდერლანდებიდან გვიჯდება, ხოლო ყველაზე იაფი, 0.42 დოლარი – ირანიდან.

ვაშლის იმპორტიორი ქვეყნები 2024 წლის იანავრ-თებერვალში იყო:

  • თურქეთი – 140 ათასი დოლარის
  • უკრაინა – 95 ათასი დოლარის
  • ირანი – 83 ათასი დოლარის
  • სომხეთი – 46 ათასი დოლარის
  • რუსეთი – 13 ათასი დოლარის
  • აზერბაიჯანი – 10 ათასი დოლარის
  • ნიდერლანდები – 9 ათასი დოლარის

ქართული წარმოების ვაშლის ადგილობრივი ექსპორტი 68%-ით შემცირა. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ექსპორტირებულია 571 ათასი დოლარის 831 ტონა ვაშლი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 1,763 მლნ დოლარის 2,765 ტონა.

2024 წლის იანვარ-თებერვალში ვაშლის  საექსპორტო ფასი 7.8%-ით გაძვირდა. გასულ წელს 1 კგ ქართული წარმოების ვაშლის ექსპორტი 0.64 დოლარი გვიჯდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 0.69 დოლარი.

ქართული ვაშლი ექსპორტზე გავიდა შემდეგ ქვეყნებში:

  • რუსეთი – 567 ათასი დოლარის 822 ტონა
  • სომხეთი – 3 790 დოლარის 8 ტონა

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!