Bloomberg-ს სანდრო წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ Apple-ის ინჟინრები რობოტის შექმნას აპირებენ, რომელსაც შეუძლია, მომხმარებლებს მათ სახლებში თვალყური ადევნოს.
Apple-მა თებერვალში ელექტრომანქანებზე მომუშავე გუნდი, სახელწოდებით Special Projects Group გააუქმა. ელექტრომანქანების პროექტი ახალ ბაზრებზე გაფართოების შიდა ძალისხმევის ნაწილი იყო.
ბოლო წლებში კომპანიამ ასევე დიდი ინვესტიცია განახორციელა ისეთ პროდუქტებსა და სერვისებში, როგორიცაა Apple Watch და Vision Pro. თუმცა, ამ უკანასკნელს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი შემოსავლის შესაქმნელად წლები დასჭირდება.
Apple-მა სახლის რობოტების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.