საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მაისში საქართველოში საზამთროს იმპორტი 13%-ით გაიზარდა. გასული წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 849 720 დოლარის 2 811 ტონა საზამთრო, ხოლო მიმდინარე წელს 976 460 დოლარი 3 078 ტონა.
საქართველომ 2024 წლის პირველ 5 თვეში საზამთრო ირანისგან, თურქეთისა და ნიდერლანდებისგან იყიდა. აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე დიდი რაოდენობით საზამთრო საქართველოში ირანიდან შემოვიდა. ირანის წილი საზამთროს იმპორტში 56.5%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზეა თურქეთი, მისი წილი იმპორტში 41.2%-ია, ხოლო ნიდერლანდების წილი მხოლოდ 2.3%-ს შეადგენს.
- ირანი – 551 620 დოლარის 1 772 ტონა;
- თურქეთი – 402 320 დოლარის 1 294 ტონა;
- ნიდერლანდები – 22 520 დოლარის 13 ტონა.
მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ქართული წარმოების საზამთროს იმპორტი არ განხორციელებულა.