Transfermarkt-ის მიხედვით, მარცხენა ფლანგის ყველაზე ძვირადღირებულ თავდამსხმელებს შორის კვარაცხელია მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს, მისი ფასი 80 მლნ ევროს შეადგენს.
პირველ პოზიციაზეა ვინიციუს ჯუნიორ (ბრაზილია, ესპანეთი), რომლის ღირებულება 180 მლნ ევროა, ხოლო მეორე ადგილზე რაფაელ ლეაო (პორტუგალია, ანგოლა) 90 მლნ ევროთი.
Transfermarkt-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის, მეხუთე ადგილზეა გიორგი მამარდაშვილი. ამ დროსთვის მისი ფასი 35 მლნ ევროს შეადგენს.